აღმოაჩინე შოტლანდიური ვისკი
დააგემოვნე აილას, სპეისაიდის, ჰაილენდის, კემპბელთაუნის, ლოულენდისა და კუნძულების ვისკი. შეადარე შებოლილი გემო მსუბუქ, ხილისებრ ან უფრო მდიდარ არომატებს.
ვისკის კლუბი / თბილისი, საქართველო
იშვიათი ბოთლები, სინგლ მოლტ ვისკი და დეგუსტაციები მყუდრო გარემოში. გელოდებით ვისკის კლუბში.
კიტა აბაშიძის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო
დააგემოვნე სასურველი პორციით: 20მლ / 30მლ / 50მლ. ფასები მოცემულია ლარში (GEL).
თბილისში საინტერესო ვისკის ეძებ? ჩვენს მენიუში შოტლანდიური სინგლ მოლტები, ირლანდიური და იაპონური ვისკი და ამერიკული ბურბონი დაგხვდება. შეარჩიე კლასიკური, ასაკოვანი ან შეზღუდული გამოშვების ბოთლი და სასურველი პორცია.
დააგემოვნე აილას, სპეისაიდის, ჰაილენდის, კემპბელთაუნის, ლოულენდისა და კუნძულების ვისკი. შეადარე შებოლილი გემო მსუბუქ, ხილისებრ ან უფრო მდიდარ არომატებს.
შოტლანდიურ ვისკისთან ერთად ირლანდიური, იაპონური ვისკი ან ბურბონიც სცადე. გვითხარი, როგორი გემოები მოგწონს და არჩევანში დაგეხმარებით.
მენიუში კოქტეილები, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები და სნეკებიც არის. მოდი ვისკის დასაგემოვნებლად და გაატარე სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად.
ვისკის ბიბლიოთეკა ვისკის კლუბში
ჩვენს წიგნების კუთხეში დეგუსტაციას კითხვაც შეგიძლია შეუხამო. გაეცანი ვისკის კულტურას, გაიგე, როგორ მზადდება ის და წიგნში მოძებნე ვისკი, რომელსაც იმ მომენტში აგემოვნებ.
აირჩიე რეგიონი ან ქვეყანა და დააგემოვნე 3 განსხვავებული ვისკი ბრმად, 50 ლარად. სამივე დისტილერიის გამოცნობისას სამეულიდან შენს რჩეულ ვისკის დამატებით პორციას საჩუქრად მიიღებ.
ვისკის კლუბში დეგუსტაციებს ვმართავთ მათთვის, ვისაც ახალი ბოთლების აღმოჩენა უყვარს. გაიცანი სხვადასხვა დისტილერია, შეადარე სტილები და გაუზიარე შთაბეჭდილებები ვისკის სხვა მოყვარულებს. შეხვედრების თარიღები, ბოთლები, ფასები და რეგისტრაციის პირობები ჩვენს განცხადებებში ნახე.
შეუხამე ვისკის ჩვენი სამი სნეკის დაფიდან ერთ-ერთი.
20 ₾
პარმეზანი, ნუში, არაქისი, კრეკერები.
26 ₾
პარმეზანი, ნუში, ნიგოზი, არაქისი, კრეკერები, შოკოლადი.
39 ₾
პარმეზანი, სალამი, ზეთისხილი, ნუში, ნიგოზი, შოკოლადი.
შემოგვიხედე
ხის მაგიდები, ვისკით სავსე თაროები და მეგობრებთან გატარებული საღამოები. დაათვალიერე ჩვენი ბარის ფოტოები და სასურველ სურათს გადიდებისთვის დააჭირე.
ვისკის კლუბი თბილისში, კიტა აბაშიძის ქუჩის 16 ნომერშია. თუ ქალაქის სტუმარი ხარ ან ახლოს ცხოვრობ, შემოგვიარე საყვარელი ვისკის დასაგემოვნებლად ან ახალი ბოთლის აღმოსაჩენად.
გელოდებით ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 19:00-00:00 საათზე. დეგუსტაციაზე რეგისტრაციისთვის ან კონკრეტული ბოთლის შესახებ მოგვწერე Messenger-ში ან Instagram-ზე.
ხუთშაბათი-კვირა, 19:00-00:00. ორშაბათი-ოთხშაბათი: დასვენება.
კიტა აბაშიძის ქუჩა 16ვისკის კლუბი ბარი
მენიუში შოტლანდიური სინგლ მოლტები, ირლანდიური და იაპონური ვისკი, ბურბონი და სხვა ვისკებია. დაათვალიერე სრული მენიუ და კონკრეტული ბოთლის ხელმისაწვდომობა ჩვენთან გადაამოწმე.
ფასი ბოთლსა და პორციის ზომაზეა დამოკიდებული. ჩვენს ვისკის მენიუში ნახავ 20მლ, 30მლ და 50მლ პორციების ფასებს ლარში და არჩევანს წინასწარ გააკეთებ.
დეგუსტაციების უახლესი ანონსები ნახე Facebook ან Instagram - თარიღით, ბოთლებით, ფასითა და რეგისტრაციის პირობებით.
ვისკის კლუბი თბილისში, კიტა აბაშიძის ქუჩის 16 ნომერშია. გახსენი Google Maps მარშრუტისა და სამუშაო საათების სანახავად.