ვისკის ბიბლიოთეკა ვისკის კლუბში

ვისკის ბიბლიოთეკა

ხუთშაბათი-კვირა19:00-00:00

წაიკითხე ის, რასაც აგემოვნებ.

წიგნების კუთხე ვისკის მოყვარულებისთვის ჩვენს ბარში, თბილისში. შეარჩიე ვისკი, გადაშალე წიგნი და აღმოაჩინე ისტორია შენი ჭიქის მიღმა.

წიგნები, ვისკი და დრო ახალი აღმოჩენებისთვის.

ვისკის წიგნები Kilchoman-ის სტენდთან და წარწერა Whisky Library - Read what you taste.
ჩვენი ვისკის ბიბლიოთეკა. წიგნების უკეთ სანახავად სურათს დააჭირე.

ყველა ჭიქას თავისი ისტორია აქვს.

ბარში სპეციალური კუთხე ვისკის წიგნებს დავუთმეთ. დეგუსტაციის დროს შეგიძლია გაეცნო ვისკის კულტურას, გაიგო, როგორ მზადდება ის და გაიცნო დისტილერიები, ადამიანები და ადგილები მის მიღმა.

წიგნში მოძებნე ვისკი, რომელსაც აგემოვნებ, გადაშალე დეგუსტაციის გზამკვლევი ან წაიკითხე ისტორია, რომელიც დაგაინტერესებს. შემდეგი აღმოჩენა შეიძლება თაროზეც გელოდეს და ჭიქაშიც.

გაეცანი ვისკის კულტურას

აღმოაჩინე ტრადიციები, დისტილერიების ისტორიები და ადამიანები, რომლებიც ვისკის სამყაროს განსაკუთრებულს ხდიან.

გაიგე, როგორ მზადდება ვისკი

წაიკითხე წარმოების, დაძველებისა და კასრების შესახებ და ახალი ცოდნა შემდეგ დეგუსტაციას შეუხამე.

შეუხამე კითხვა და დეგუსტაცია

წიგნში მოძებნე შენი ვისკი ან მისი დისტილერია და წაკითხული საკუთარ შთაბეჭდილებებს შეადარე.

გაიგე მეტი ვისკის შესახებ, რომელსაც აგემოვნებ.

  1. შეარჩიე ვისკი.

    დაიწყე საყვარელი ბოთლით ან ახალი ვისკი მოძებნე ჩვენს ვისკის მენიუში.

  2. გადაშალე წიგნი.

    შეარჩიე დეგუსტაციის გზამკვლევი, ვისკის ისტორია ან დისტილერიების შესახებ წიგნი.

  3. წაიკითხე. დააგემოვნე. აღმოაჩინე.

    დრო დაუთმე ვისკისაც და წიგნსაც. ახალმა დეტალმა ან გემომ შეიძლება საინტერესო აღმოჩენამდე მიგიყვანოს.

ვისკი ახალი ისტორიით.

მოდი ვისკისთვის. დარჩი კიდევ ერთი თავისთვის.

ვისკის ბიბლიოთეკა ვისკის კლუბში გელოდება. ახლა იწყებ ვისკის გაცნობას თუ უკვე გაქვს საყვარელი დისტილერია - ყოველთვის მოიძებნება კიდევ ერთი საინტერესო ისტორია.

Whisky Club
კიტა აბაშიძის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო

ხუთშაბათი-კვირა, 19:00-00:00. ორშაბათი-ოთხშაბათი: დასვენება.